500 კვ. ქვესადგურის „ქსანი“-ს რეაბილიტაცია
პროექტის ეს კომპონენტი ითვალისწინებდა 500/220/110/10 კვ. ქვესადგურის „ქსანი“ რეაბილიტაციას. დღეის მდგომარეობით, ქ/ს „ქსანი-500”-ის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა 500/220/110 და 10 კვ-ის პირველადი და მეორადი მოწყობილობები, დაინერგა ახალი მართვისა და დაცვის სისტემები, მოეწყო ახალი შიდა მისასვლელი გზა, განახლდა სახაზო და სასისტემო პორტალები. ვინაიდან ქ/ს „ქსანი-500“ წარმოადგენს დედაქალაქის ძირითად ენერგომომმარაგებელს, ამასთანავე, ის ერთმანეთთან აკავშირებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ენერგოქსელს, რეაბილიტაციის პროექტი საკმაოდ რთულ პირობებში, ჩართულ ქვესადგურში მიმდინარეობდა. თუმცა, ძლიერი კოორდინაციისა და სსე-ს პერსონალის მაქსიმალური ჩართულობის ფონზე, ქ/ს „ქსანი-500“-ის რეაბილიტაცია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით შესრულდა.
ქ/ს „ქსანი-500“-ის რეაბილიტაციის პროექტის შედეგად, გაიზარდა სასისტემო გადაცემის მდგრადობა, განხორციელდა ქვესადგურის დისტანციური მართვა ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრიდან, ქ/ს „ქსანი-500“ და ქ/ს „მარნეული-500“ ერთმანეთს ეგხ „ასურეთის“ საშუალებით დაუკავშირდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა თბილისის ენერგომომარაგების საიმედოობა და შესაძლებელი გახადა რუსეთ-საქართველოს სატრანზიტო კავშირი, რითაც მკვეთრად გაიზარდა საქართველოს ენერგოსისტემის სატრანზიტო როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
პროექტის დეტალები:
- განხორციელდა 500/220/110/10 კვ. ფრთის სრული რეაბილიტაცია;
- რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახაზო და სასისტემო პორტალებს;
- დაინერგა SCADA-ს ახალი, მართვის და დაცვის სისტემები;
- განხორციელდა შიდა მისასვლელი გზების რეაბილიტაცია;
- ქ/ს „ქსანი-500“ და ქ/ს „მარნეული- 500“ ერთმანეთს დაუკავშირდა 500 კვ. ეგხ „ასურეთის“ საშუალებით.
- მოეწყო ახალი სააკუმულატორო ოთახი;
- განხორციელდა 10 კვ. დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის სრული რეაბილიტაცია, დაინერგა ახალი ტექნოლოგიები;
- მოეწყო ახალი საკაბელო არხები და მეორადი წრედები;
- დაინერგა ვიდეო მონიტორინგის სისტემა.
პროექტის ვადები:
- პროექტი დაიწყო 2014 წლის 31 ოქტომბერს;
- პროექტის A ფაზის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 20 ივნისს;
- პროექტის ფაზის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 26 აგვისტოს;
- პროექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2016 წლის 16 დეკემბერს.
პროექტის ღირებულება:
- 9.9 მილიონი ევრო.
სურათები
დაკავშირებული დოკუმენტები
პროექტის გუნდი
თინათინ კირკიტაძე
პროექტის კოორდინატორი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: tinatin.kirkitadze@gse.com.ge