2017-03-01 

ცვლილებები ელექტროენერგიის აღრიცხვის წერტილისათვის სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომრის (კოდის) მინიჭების მეთოდოლოგიაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებით დამტიცებული „ქსელის წესების“ 63-ე პუნქტის საფუძველზე და კომისიის 2015 წლის 16 ივლისის N38/3 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ (შემდგომში: „სსე“), როგორც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ელექტროენერგიის აღრიცხვის წერტილებისათვის შეიმუშავა და დაამტკიცა სპეციალური ნომრის (კოდის) მინიჭების მეთოდოლოგია (შემდგომში: „მეთოდოლოგია“), რომელიც დაამტკიცა 2016 წლის 30 დეკემბერს სსე-ს N822 ბრძანებით. აღნიშნულ მეთოდოლოგიაში სსე-მ 2017 წლის 27 თებერვალს N92 ბრძანებით შეიტანა ცვლილებები.

გთხოვთ, იხილოთ 2017 წლის 27 თებერვლის ბრძანება N92.

მომხმარებლებისთვის