შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი

IMG_5642_1.jpg

შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი, რომლის განხორციელებასაც მხარს უჭერდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (მათ შორის, ევროპული კომისიის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი (EC NIF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW), ხოლო თანადაფინანსებას უზრუნველყოფდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, დაიწყო 2009 წელს, საქართველოს 500 კვ. ელექტროგადამცემ ქსელსა და თურქეთის 400 კვ. ქსელს შორის ასინქრონული კავშირის შესაქმნელად.

„შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის” პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობის გაუმჯობესებას და, ასევე, ელექტროენერგიის გადაცემისა და მასშტაბური საბითუმო ვაჭრობის ხელშეწყობას საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და „შავი ზღვის ელექტროგადაცემის ქსელის” სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით - თურქეთს შორის. საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობის გაზრდის გზით, პროექტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას შეუქმნის ქვეყნის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებას.

პროექტი მოიცავდა სამ კომპონენტს:

1. კომპონენტი A – (500- და 400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზები; კონტრაქტორი კომპანია - KEC, ინდოეთი) დაიყო სამ ფაზად: ფაზა 1A, ფაზა 1B და ფაზა 2:

  • ფაზა 1A - 500 კვ. ეგხ „ზეკარი” – ზესტაფონიდან-ახალციხემდე,
  • ფაზა 1B - 400 კვ. ეგხ “მესხეთი” – ახალციხიდან - თურქეთის საზღვრამდე,
  • ფაზა 2 -500 კვ. ეგხ „ვარძია” – გარდაბანიდან - ახალციხემდე.

2. კომპონენტი B – 500 კვ. ქ/ს „ზესტაფონი“ , 500/400/220 კვ. ქ/ს „ახალციხე“ და 500 კვ. ქ/ს „გარდაბანი“ (კონტრაქტორი კომპანია - „სიმენსი“, ავსტრია).

3. კომპონენტი C - 2X350 მგვტ. სიმძლავრის მუდმივი დენის კონვერტორული ჩანართი (კონტრაქტორი კომპანია - „სიმენსი“, ავსტრია).

2013 წელს წარმატებით დასრულდა შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი. პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემები ერთმანეთს დაუკავშირდა სისტემათაშორისი გადადინებისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით, რაც თურქეთში 700 მგვტ. სიმძლავრის გატანის შესაძლებლობას ქმნის. შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში გარდაბანი-ახალციხე-ზესტაფონის მონაკვეთზე განხორციელდა 500კვ. გადამცემი ხაზის, 500/400/220კვ. ქვესადურისა და მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის, ასევე, ახალციხიდან თურქეთის საზღვრამდე მონაკვეთზე 400კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

აღნიშნული გადამცემი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი ან ტრანზიტი თურქეთში, ასევე, თურქეთის გავლით აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნების ბაზრებზე.

დაკავშირებული დოკუმენტები

IMG_2192.JPGIMG_2193.JPGIMG_2194.JPGIMG_9407.JPGIMG_5643_1.jpgIMG_5645_1.jpgIMG_9433.JPGIMG_9448.JPGIMG_5635_1.jpg

პროექტის გუნდი

Kakha Sekhniashvili.jpg

კახა სეხნიაშვილი

დირექტორი

ტელ.: +995 32 2 510 140

ელ-ფოსტა: k.sekhniashvili@energotrans.com.ge

Jemal Akhalaia.jpg

ჯემალ ახალაია

დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში

ტელ.: +995 32 2 510 140

ელ-ფოსტა:

j.akhalaia@energotrans.com.ge

Zaza Tsotsiashvili.jpg

ზაზა ცოციაშვილი

დირექტორის მოადგილე ლოჯისტიკის საკითხებში

ტელ.: +995 32 2 510 140

ელ-ფოსტა

zaza.tsotsiashvili@energotrans.com.ge

MAIA_GIKOSHVILI

მაია გიქოშვილი

დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში

ტელ.: +995 32 2 510 140

ელ-ფოსტა:

m.gikoshvili@energotrans.com.ge

Irakli Manelidze.jpg

ირაკლი მანელიძე

დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში

ტელ.: +995 32 2 510 140

ელ-ფოსტა:

i.manelidze@energotrans.com.ge

პროექტები