განცხადებები

2014-05-19 

“ახალციხე-ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი”-ს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ-ს) საჯარო განხილვა

გაცნობებთ, რომ 2014 წლის 8-10 ივლისს ახალციხის, ადიგენის, ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაიმართება “ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი”-ს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ-ს) საჯარო განხილვა.

დაგეგმილი საქმიანობის მიზანია ახალციხისა და ბათუმის არსებული ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექპლუატაცია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტროსისტემას გააძლიერებს და მდ. აჭარისწყლის ჰესებს დააკავშირებს სახელმწიფო ენერგოსისტემასთან. ელექტროგადამცემი ხაზი გაივლის ახალციხის, ადიგენის, ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებზე. საჯარო შეხვედრები გაიმართება:

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მის: ქ. ახალციხე, კოსტავას ქ. #18) – 8 ივლისს, 11:00 სთ-ზე;
  • ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მის: ქ. ადიგენი, თამარ მეფის ქ. #5) – 8 ივლისს, 15:00 სთ-ზე;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მის: დაბახულო, ტბელა ბუსერისძის ქ. N1) – 9 ივლისს, 10:00 სთ-ზე;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მის: დაბა შუახევი, თამარ მეფის ქ. # 30) – 9 ივლისს, 13:00 სთ-ზე;
  • ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მის: დაბა ქედა, კოსტავას ქ. #1) – 9 ივლისს, 16:00 სთ-ზე;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მის: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. #23) – 10 ივლისს, 10:00 სთ-ზე.

საჯარო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის გზშ-ს გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ოფისში- მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის №2, ტელ: (32) 2 510 264
  • ახალციხის, ადიგენის, ხულოს, ქედას, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგეობის ადმინისტრაციულ შენობებში, ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის გაცნობა შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის: www.gse.com.ge

გზშ-სთან დაკავშირებული მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ოფისში, ზემოთ მითითებულ მისამართზე, ან ტელეფონით: (32) 2 510 264 არა უგვიანეს 2014 წლის 2 ივლისის 18:00 საათისა. თქვენი მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

  • zezva.khvedelidze@gse.com.ge – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტების კოორდინატორი გარემოს დაცვის საკითხებში
  • akhaltsikhebatumiohl@gmail.com – პროექტის ელექტრონული ფოსტა

კომუნიკაცია