ახალი ამბები

2017-02-24 

თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელების ვიზიტი სსე-ში

დღეს, 24 თებერვალს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელები ესტუმრნენ.

მოსწავლეებს ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკასა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ლექციის შემდეგ, უფროსკლასელებმა მოინახულეს ცენტრალური სადისპეტჩერო, დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი და გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ენერგეტიკული მდგრადობა განაპირობებს, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება სსე-თვის პრიორიტეტს წარმოადგენს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში უფროსკლასელებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

tbilisis-klasikuri-gimnaziis-1-smalltbilisis-klasikuri-gimnaziis-2-small.jpgtbilisis-klasikuri-gimnaziis-3-small.jpgtbilisis-klasikuri-gimnaziis-4-small.jpg

კომუნიკაცია