ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიზანია საწარმოო ტრავმატიზმის ნულოვან ნიშნულთან შენარჩუნება. თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება კომპანიის უმაღლესი პრიორიტეტია.

სსე-ს პერსონალი საქმიანობს მაღალი რისკის შემცველ გარემოში. შესაბამისად, კომპანიის მიზანია მათი ჯამნრთელობის და უსაფრთხოების დაცვა და ამ მიმართულებით მუდმივი გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება.

მაღალი ძაბვის ობიექტებზე მომუშავე პერსონალს, ყოველწლიურად უტარდება სწავლება: ტექნიკური მოწყობილობების ექსპლოატაციის წესებში, შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, აგრეთვე, პირველადი (ექიმამდელი) დახმარების საკითხებში. პერსონალის სამუშაოზე დაშვება ხდება მათი კვალიფიკაციის და უსაფრთხოების ჯგუფის გათვალისწინებით.

სსე-ს მიმწოდებლები და კონტრაქტორები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ, შრომის უსაფრთხოების საკითხებში, კომპანიის მიერ დამტკიცებულ პოლიტიკას და წესებს.