კვლევა და გავნითარება

კვლევა და განვითარება (R&D) წარმოადგენს სსე-ს გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს ენერგოსისტემაში ხარჯისა და დანაკარგის შემცირების და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. კვლევა და განვითარება ასევე აუცილებელია ევროკავშირის ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, ახალი ტიპის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

კვლევა და განვითარება ხელს უწყობს სსე-ს რეპუტაციის გაძლიერებას, საზოგადოებაში ჩვენი როლის გაზრდას და სხვადასხვა კვლევით სამუშაოებსა თუ პროგრამებში შესაბამის პარტნიორად ჩამოყალიბების შესაძლებლობას.