2019-07-19 

ცვლილება ვადის გაგრძელების შესახებ გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://www.gse.com.ge/projects/tenders/2019-tenders/Addendum-No1-to-Specific-Procurement-Notice-Request-for-Bids-for-500kV-Jvari-Tskaltubo

სპეციალური შეტყობინება შესყიდვის შესახებ
მოთხოვნა წინადადებების წარდგენაზე
სადგურის დაპროექტებასთან, მოწოდებასთან და მონტაჟთან დაკავშირებით
(წინასაკვალიფიკაციო შერჩევის გარეშე)

შემკვეთი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
პროექტი: ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი
ხელშეკრულების დასახელება: 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და წყალტუბოს დაკავშირებული 500 კვ ქვესადგურის დაპროექტება, მოწოდება და მონტაჟი
ლოტი 1: 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ მშენებლობა
ლოტი 2: ახალი 500 კვ ქვესადგურის მშენებლობა წყალტუბოში
ქვეყანა: საქართველო
სესხი No: 8952-GE
RFB No: IBRD/ESRFRP/RFB/01-2019
გაცემული: 19 ივლისი, 2019

1. საქართველოს მთავრობამ მიიღო დაფინანსება მსოფლიო ბანკისგან „ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ (P169117) ხარჯებისთვის და შემოსავლების ნაწილის გამოყენება სურს იმ კონტრაქტებით გათვალისწინებული გადახდებისთვის, რომლებიც მოიცავს: 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და წყალტუბოში დაკავშირებული 500 კვ ქვესადგურის დაპროექტებას, მოწოდებასა და მონტაჟს: ლოტი 1 - 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ მშენებლობა და ლოტი 2 - ახალი 500 კვ ქვესადგურის მშენებლობა წყალტუბოში.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) იწვევს ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს თავიანთი დალუქული წინადადებების წარმოსადგენად 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და წყალტუბოში დაკავშირებული 500 კვ ქვესადგურის დაპროექტების, მოწოდებისა და მონტაჟის შესახებ. კერძოდ: ლოტი 1 - 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 25 მილიონ აშშ დოლარს და ლოტი 2 - ახალი 500 კვ ქვესადგურის მშენებლობა წყალტუბოში, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 24 მილიონ აშშ დოლარს. მიუხედავად ამისა, ტენდერში მონაწილე პირი პასუხისმგებელია წინადადების ფასის წარმოდგენაზე, რომელიც შესაძლოა სავარაუდო ღირებულებაზე დაბალი ან მაღალი იყოს, მიმდინარე საბაზრო ფასებისა და ნებისმიერი სხვა ფაქტორის საფუძველზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს შეთავაზებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრაზე. ლოტი 1-ის შესრულების ვადა შეადგენს 36 თვეს, ხოლო ლოტი 2-ის - 24 თვეს.
3. ტენდერში მონაწილეებს წინადადების წარმოდგენა შეუძლიათ ერთ ან რამდენიმე ხელშეკრულებაზე, როგორც ეს შემდგომ სატენდერო დოკუმენტშია განსაზღვრული. ტენდერში მონაწილეებს, რომლებსაც სურთ დისკონტის შეთავაზება იმ შემთხვევაში, თუ მათ გაუფორმდებათ ერთზე მეტი ხელშეკრულება, ასეთი უფლება მიეცემათ იმ პირობით, თუ ზემოხსენებული დისკონტები შეტანილი იქნება სატენდერო წერილში.
4. ტენდერი ჩატარდება საერთაშორისო საკონკურსო შესყიდვით, წინადადებების წარდგენაზე მოთხოვნის (RFB) გამოყენებით, როგორც ეს განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის „შესყიდვის რეგულაციებში საერთაშორისო შესყიდვის ჩარჩო დოკუმენტის (IPF) მსესხებლებისთვის“ (2016 წლის ივლისი, გადამუშავებული 2018 წლის აგვისტოს) („შესყიდვის რეგულაციები“) და რომელიც ღიაა ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პირებისთვის, როგორც განსაზღვრულია შესყიდვის რეგულაციებით.
5. ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ შესყიდვების ელექტრონული სისტემიდან: https://tenders.procurement.gov.ge/login.php?lang=en%20.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული (Ge-GP) სისტემა გამოყენებული უნდა იყოს სატენდერო პროცესის შემდეგი საკითხების მართვის მიზნით:
სატენდერო დოკუმენტების გაცემა, წინადადებების წარმოდგენა, წინადადებების გახსნა, ხელშეკრულების გაფორმება
ტენდერში მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში(Ge-GP), Ge-GP-ის პირობებისა და დებულებების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია Ge-GP-ზე. მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომელნიც იქნებიან დარეგისტრირებულნი და რომლებიც გამოხატავენ ინტერესს ტენდერში მონაწილეობაზე, ექნებათ სატენდერო დოკუმენტებზე წვდომის უფლება, ასევე განმარტებების, დამატებებისა და ცვლილებების მიღებისა და მათი წინადადებების Ge-GP სისტემის მეშვეობით წარდგენის შესაძლებლობა.
6. სატენდერო დოკუმენტაციის სრული პაკეტი შეიძლება ჩამოიტვირთოს ინგლისურ ენაზე ელექტრონული სახით საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული (Ge-GP) სისტემიდან.
7. ტენდერში მონაწილეებმა თავიანთი წინადადებები უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული სახით. ნაბეჭდი დოკუმენტის სახით სატენდერო წინადადების წარდმოგენა არ არის დაშვებული, გარდა სატენდერო გარანტიის დოკუმენტისა, როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ, მე-8 მუხლში.
ტენდერში მონაწილეებმა თავიანთი წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (Ge-GP): https://tenders.procurement.gov.ge/login.php?lang=en
შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ინსტრუქციები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=hQak4jPorj4&feature=youtu.be

შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ინსტრუქციები იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=9O3W8_WiDgg&feature=youtu.be

შესაბამისი სახელმძღვანელოები იხილეთ შემდეგ ბმულზე:
http://procurement.gov.ge/ELibrary/Manuals.aspx?lang=en-US

(სახელმძღვანელოს სახელწოდებაა „ლოტებად გამოცხადებული, დონორის ელექტრონული შესყიდვის პროცედურის (DEP) სახელმძღვანელო“)
ტენდერში მონაწილეებმა შესაბამისი დასახელება უნდა მიანიჭონ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მათ მიერ ატვირთულ ფაილებს. მაგალითად: „Form EXP - 4.2(b) and its supporting Documents“ (ფორმა EXP - 4.2(b) და მისი დამადასტურებელი დოკუმენტები); „Power of Attorney“ (მინდობილობა); „Audited balance Sheets“ (აუდირებული საბალანსო უწყისი) და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე არ მიუთითებს წინადადების ფასს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შესაბამის გამოყოფილ ველში, წინადადება არ მიიღება.
წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადაა 18 სექტემბერი, 2019. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება.
სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები არ უნდა იქნას გამოყენებული ამ შესყიდვასთან დაკავშირებით.
8. სატენდერო უზრუნველყოფა მოითხოვება თითოეულისთვის - ლოტი 1-სა და ლოტი 2-სთვის.
თითოეული სატენდერო უზრუნველყოფა უნდა გაიცეს სათანადო რეპუტაციის მქონე ბანკის მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გრძელვადიანი და არანაკლებ “B+” რეიტინგი სარეიტინგო სააგენტოს „Fitch“ მიერ ან ეკვივალენტური რეიტინგი სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ. სატენდერო გარანტია - საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას იმ ფორმით, რომელიც მოცემულია IV ნაწილში - სატენდერო ფორმები.
ლოტი 1-თვის სატენდერო გარანტიის თანხა და ვალუტა უნდა შეადგენდეს სამას ოთხმოცი ათას აშშ დოლარს [$380,000].
ლოტი 2-თვის სატენდერო გარანტიის თანხა და ვალუტა უნდა შეადგენდეს სამას ორმოცდაათი ათას აშშ დოლარს [$350,000].
სატენდერო გარანტიის სკანირებული ასლი უნდა აიტვირთოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ (Ge-GP) სისტემაში, წინადადების ელექტრონულად წარმოდგენის ნაწილის სახით, რომელიც სათანადოდ იქნება შევსებული მითითებული ფორმით და ხელმოწერილი გამცემი ბანკის მიერ. ატვირთული სატენდერო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას გამცემი ბანკის ტიტულოვან ბლანკზე და ხელმოწერილ უნდა იქნას ბანკის უფლებამოსილი კომპეტენტური წარმომადგენლის მიერ.
გარდა ამისა, ტენდერში მონაწილემ უნდა ატვირთოს თავისი საფოსტო / კურიერული ქვითრის სკანირებული ასლი იმის დასტურად, რომ სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი სატენდერო გარანტიის დედანი გაეგზავნა დამკვეთს. ატვირთული საფოსტო / კურიერული ქვითარში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული გამოგზავნის დრო, თარიღი და დამკვეთის მისამართის სწორი რეკვიზიტები.
სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი სატენდერო გარანტიის დედანი, რომელიც სკანირებულ ასლთან ყველა მატერიალურ ასპექტში იდენტური უნდა იყოს, დამკვეთმა უნდა მიიღოს წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირის განმავლობაში, დამკვეთის შემდეგ მისამართზე:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
ვის: ქალბატონ მარიამ შალამბერიძეს
მისამართი: ბარათაშვილის ქ. №2
ქალაქი: თბილისი
საფოსტო ინდექსი: 0105
ქვეყანა: საქართველო

სატენდერო დოკუმენტით მოთხოვნილი სათანადო სატენდერო გარანტიის არ-წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ მიიღება.

შენიშვნა: სატენდერო გარანტია მოითხოვება თითოეული ლოტისთვის თითოეული ლოტისთვის მითითებული თანხის შესაბამისად. ტენდერში მონაწილეებს უფლება აქვთ, წარადგინონ ერთი სატენდერო გარანტია ორივე ლოტისთვის (ორივე ლოტისთვის გაერთიანებულ ჯამურ თანხაზე), რომელზეც წარმოდგენილ იქნება წინადადებები, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო გარანტია მთლიან მოთხოვნილ თანხაზე ნაკლები იქნება, დამკვეთი განსაზღვრავს, თუ რომელი ლოტისთვის ან ლოტებისთვის იქნება გამოყენებული სატენდერო გარანტიის თანხა.

პროექტები და ტენდერები