2019-07-22 

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად - 500 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 8 კმ-ის და 220 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 60 კმ-ის დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების დასრულება - პაკეტი „ბ“

საქართველო
ჯვარი-ხორგას ელ. გადამცემი ხაზის პროექტი
500 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 8 კმ-ის და 220 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 60 კმ-ის დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების დასრულება - პაკეტი „ბ“

1. მოცემული მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შემუშავდა აღნიშული პროექტისთვის განსაზღვრული შესყიდვების ზოგადი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (ბანკის) ვებ-გვერდზე - შესყიდვების შეტყობინებები (www.ebrd.com) გამოქვეყნდა 2013 წ. 02 მაისს.

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე)/შპს „ენერგოტრანსი“, შემდგომში - „დამკვეთი“, გეგმავს ბანკისგან მიღებული სესხის სახსრების ნაწილის გამოყენებას ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი პროექტისთვის.

3. დამკვეთი იწვევს კონტრაქტორებს დალუქული სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად ქვემოთ წარმოდგენილ კონტრაქტთან (კონტრაქტებთან) მიმართებაში, რომელიც დაფინანსდება სესხის სახსრების ნაწილით:

500 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 8 კმ-ის და 220 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 60 კმ-ს დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების დასრულება. დარჩენილი სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკაციები და ნახაზები მოცემულია მეხუთე (V) ნაწილში: „მოთხოვნები“. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენს ექვს (6) თვეს. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად შესასრულებელი დარჩენილი სამუშაოები მოიცავს, თუმცა არ არის შეზღუდული, შემდეგს:

  • საძირკვლის მოწყობის სამუშაოები;
  • ანძების აღმართვა;
  • სადენების და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მეხ-დამცავი გვარლის (OPGW) გაჭიმვა;
  • ფერდობის გამაგრების სამუშაოები;
  • ეროზიისგან დაცვის სამუშაოები;
  • არსებული მისასვლელი გზების რეაბილიტაცია;
  • დარჩენილი სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო ტექნიკური მასალების და მოწყობილობების უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში).

4. ტენდერში მონაწილეოების მიღება კონტრაქტებისთვის, რომელთა დაფინანსება გათვალისწინებულია ბანკის სასესხო სახსრების ნაწილით, ღიაა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიებისთვის.

5. თითოეული კონტრაქტის მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ ტენდერის მონაწილეებმა არსებითად დააკმაყოფილონ ქვემოთ წარმოდგენილი მინიმალური კრიტერიუმები:

(a) საშუალო წლიური ბრუნვა
მინიმალური საშაულო წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს 3,000,000 (სამ მილიონ) ევროს, ბოლო ორი (2) წლის განმავლობაში;
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე არის ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი ან ასოციაცია (JVCA), JVCA-ს წამყვანი პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული საკვალიფიკაციო კრიტერიუმის არანაკლებ 75 პროცენტს და JVCA-ს თითოეული პარტნიორი - არანაკლებ 25 პროცენტს.

(b) გამოცდილება
ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მინიმუმ ორი (2) კონტრაქტის განხორციელების გამოცდილება, კონტრაქტორის, ან ქვე-კონტრაქტორის სტატუსით. თითოეული კონტრაქტის ფასი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1,500,000 ევროს (მილიონ ხუთასი ათასი). აღნიშნული კონტრაქტები წარმატებულად და არსებითად უნდა იყოს დასრულებული და უნდა იყოს შემოთავაზებული სამუშაოების მსგავსი. მსგავსება დაფუძნებული უნდა იყოს სამუშაოების ხასიათსა და სირთულეზე, მეხუთე (V) ნაწილში („მოთხოვნები“) მოცემული სამუშაოების შესაბამისად. ხელშეკრულებების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე არის ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი ან ასოციაცია (JVCA), JVCA-ს ყველა პარტნიორმა ერთობლივად უნდა დააკმაყოფილოს საკვალიფიკაციო კრიტერიუმი და JVCA-ს თითოეულ პარტნიორს უნდა ქონდეს მინიმუმ ერთი (1) კონტრაქტის განხორციელების გამოცდილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სტატუსით. კონტრაქტის ფასი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1,500,000 ევროს (მილიონ ხუთასი ათასი). აღნიშნული კონტრაქტები წარმატებულად და არსებითად უნდა იყოს დასრულებული და უნდა იყოს შემოთავაზებული სამუშაოების მსგავსი. მსგავსება დაფუძნებული უნდა იყოს სამუშაოების ხასიათსა და სირთულეზე, მეხუთე (V) ნაწილში („მოთხოვნები“) მოცემული სამუშაოების შესაბამისად. ხელშეკრულებების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა.

(c) საჭირო აღჭურვილობა

   
#აღჭურვილობის ტიპი და მახასიათებლები მინიმალური რაოდენობა
15 ტ ჯალამბარი და 25 ტ მეტალის დერიკ-ამწე2
2ავტო ამწე 2
3ავტო-მზიდები 4
4ბულდოზერი 2
5პერსონალის და მასალის ტრანსპორტირების საშუალებები 4
6ექსკავატორები მინიმუმ 130 კვტ2
7მოძრავი ბეტონის ქარხანა 1
8ბეტონის ავტო-თვითმცლელი 1
9სადენების გამჭიმი კომპლექტი2
10საჰაერო ელ. გადამცემი ხაზების გამჭიმი/დასაჭიმი მოწყობილობა1
11ლიდერ გვარლი სადენისა და გვარლისთვის (OPGW)10 კმ/2 კმ
12ორმაგი გორგოლაჭის კომპლექტი სადენისთვის 50 ანძის კომპლექტი
13ერთმაგი გორგოლაჭის კომპლექტი (OPGW)-სა და გვარლისთვის50 ანძის კომპლექტი
14საჰაერო ელ. გადამცემი ხაზის დაერთების კომპლექტი + ოპტიკურ-იმპულსური რეფლექტო-მეტრი1
15გრუნტის სატკეპნი 20ტ1

JVCA-მ ერთობლივად უნდა დააკმაყოფილოს ზემოთ აღნიშნული საკვალიფიკაციო კრიტერიუმი.

(d) წამყვანი სპეციალისტების ძირითადი ჩამონათვალი:

პოზიცია კვალიფიკაცია გამოცდილება
პროექტის დირექტორიელექტრო-ინჟინერია/ პროექტის მართვა
საჰაერო ელ. გადამცემი ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება
15 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების შესრულების 10-წლიანი გამოცდილება
პროექტის რეზიდენტი მენეჯერი ელექტრო-ინჟინერია/ პროექტის მართვა
საჰაერო ელ. გადამცემი ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება
15 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების შესრულების 10-წლიანი გამოცდილება
ობიექტის რეზიდენტი მენეჯერი ელექტრო-ინჟინერია/ პროექტის მართვა
საჰაერო ელ. გადამცემი ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება
15 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების შესრულების 10-წლიანი გამოცდილება
ელ. გადამცემი ხაზის სპეციალისტიელექტრო-ინჟინერია/ სამოქალაქო მშენებლობა
საჰაერო ელ. გადამცემი ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება
20 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 10-წლიანი გამოცდილება
ელ. გადამცემი ხაზის კონსტრუქტორი ელექტრო-ინჟინერია / სამოქალაქო მშენებლობა
 საჰაერო ელ. გადამცემ ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება
20 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 10-წლიანი გამოცდილება
ინჟინერ-გეოტექნიკოსიგეო-ტექნიკური ინჟინერია / სამოქალაქო მშენებლობა
საჰაერო ელ. გადამცემ ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება
10წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 5-წლიანი გამოცდილება
უფროსი გეოდეზისტი ბაკალავრი ინჟინერი, საჰაერო ელ. გადამცემ ხაზებზე, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემ ხაზებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილებით 10წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 5-წლიანი გამოცდილება
უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მენეჯერი ინჟინერიის ბაკალავრი, საჰაერო ელ. გადამცემ ხაზებზე, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემ ხაზებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილებით10წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 5-წლიანი გამოცდილება

JVCA-მ ერთობლივად უნდა დააკმაყოფილოს ზემოთ აღნიშნული საკვალიფიკაციო კრიტერიუმი.

6. სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ელექტრონულად, უსასყიდლოდ.

7. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების გარანტია 70,000 (სამოცდაათი ათასი) ევროს, ან კონვერტირებად ვალუტაში აღნიშნული თანხის ეკვივალენტის ოდენობით.

8. სატენდერო წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს ოფისში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არა უგვიანეს 2019 წლის 20 სექტემბრის 15:00 საათისა (ადგილობრივი დროით), რა დროსაც მოხდება სატენდერო წინადადებების გახსნა, ტენდერის მონაწილეების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

9. შესყიდვების მოქმედი წესებია: ბანკის შესყიდვების პრინციპები და წესები (PP&R), რაც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: www.ebrd.com/news/publications/policies/procurement-policies-and-rules.html

ტენდერის მომავალ მონაწილეებს სატენდერო დოკუმენტების და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საფუძველზე:

საკონტაქტო პირი: თეა ტორიაშვილი, დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში
დამკვეთი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“/შპს „ენერგოტრანსი“
მისამართი: ბარათაშვილის ქ. #2, 0105, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2510315

info@energotrans.com.ge; t.toriashvili@energotrans.com.ge

პროექტები და ტენდერები