ცენტრალური SCADA-ს სისტემის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების განახლების პროექტი

SCADA/EMS სისტემის განახლების მიზანი არის ისეთი აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის მიღება, რომელიც უპასუხებს სისტემისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს. რომელთაგან აღსანიშნავია ელექტრული ქსელის განვითარებით გამოწვეული ახალი ობიექტების ინტეგრაცია და, შესაბამისად, სიგნალების გაზრდილი რაოდენობის დამუშავება. ამასთანავე, ახალი სისტემა თავსებადი იქნება ENTSO-E-ის სტანდარტებთან.

SCADA/EMS-ის (Energy Management System) ახალი, მაღალი დონის არქიტექტურა მოიცავს SCADA-ს განახლებულ, გადამცემი ქსელის მართვის, მონიტორინგის და ინტელექტუალურ ფუნქციებს, ასევე ოპერატორების საწვრთვნელ სიმულატორს და დინამიკური მდგრადობის ანალიზის (SIGUARD DSA) მოდულს.

განახლებული აპარატურული და ტექნიკური უზრუნველყოფა გააუმჯობესებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო მართვის პროცესს.

პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ (სესხი № 8377-GE ). ხელშეკრულება (№IDA/TGSP/DSI/DC/01-2017) გაფორმდა გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ავსტრიულ კომპანიასთან SIEMENS AKTIENGESELLSCHAFT OESTERREICH, 2017 წლის 21 დეკემბერს. პროექტის განხორციელების ხელშესაწყობად, 2015 წლის 13 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანიასთან PricewaterhouseCoopers Georgia LLC.

პროექტის მიმდინარეობის სტატუსი:

  • მიმდინარეობს დიზაინისა და დაგეგმვის ფაზა.
  • სსე-ს თანამშრომლებისთვის ჩატარდა SCADA/EMS-ს დიზაინის ფაზის მოსამზადებელი ტრენინგები.
  • შეთანხმდა აპარატურული უზრუნველყოფის არქიტექტურის დიზაინი.
  • კონტრაქტორის მიერ დასრულდა აპარატურის შესყიდვა და დაიწყო კონფიგურაციის სამუშაოები.
  • მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის მიგრაცია ახალ სისტემაში.

პროექტის დანერგვის ხანგრძლივობა:

  • პროექტი დაიწყო 2017 წლის 22 დეკემბერს
  • პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2020 წლის 17 იანვარი

პროექტის ღირებულება:

  • პროექტის ღირებულება შეადგენს 2,819,918.45 ევროს (დღგ-ს ჩათვლით).

პროექტის გუნდი

bela rexviashvili.jpg

ბელა რეხვიაშვილი

პროექტის მენეჯერი
ტელ.:+995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: bela.rekhviashvili@gse.com.ge

nino lipartia.jpg

ნინო ლიპარტია

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: nino.lipartia@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები