ახალი ამბები

2017-04-07 

სსე-ში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ინერგება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დაიწყო ISO/IEC 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვის პროექტი. სისტემის დანერგვაში სსე-ს საერთაშორისო კომპანია Ernst & Young უწევს კონსულტაციას, ინტენსიური სამუშაო შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან 5 აპრილიდან დაიწყო, პროექტი 16 თვე გაგრძელდება, 12 თვე განსაზღვრულია სისტემის დანერგვისთვის, ხოლო 4 თვე - სერტიფიცირებისთვის.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ISMS-ის შემუშავება, დანერგვა და სერტიფიცირება. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დაეხმარება სსე-ს საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვაში და უზრუნველყოფს პროექტის გავრცელების სფეროში შემავალი ყველა კრიტიკული ინფორმაციული აქტივის ადეკვატურ დაცვას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

pawawina (3).jpgpawawina (2).jpgpawawina (1).jpg

კომუნიკაცია