განაცხადის წარდგენა (როგორ დავიწყო საქმიანობა)

ელექტროენერგიის საქართველოში იმპორტისა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეზე გასაყიდად საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  • პირი (იურიდიული ან ფიზიკური) ბაზრის ოპერატორმა უნდა დაარეგისტრიროს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც იმპორტიორი (როგორ დავრეგისტრირდე კვალიფიციურ საწარმოდ? - მიჰყევით ბმულს: http://www.esco.ge/index.php?article_id=47&clang=0);
  • იმპორტიორმა უნდა გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე და ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულება;
  • აღნიშნული ხელშეკრულებები სარეგისტრაციოდ უნდა წარედგინოს სსე-ს (როგორ დავარეგისტრირო ხელშეკრულება?);
  • ხელშეკრულებების დარეგისტრირების შემდეგ , იმპორტიორი ვალდებულია წარადგინოს იმპორტის განაცხადი სსე-ში, იმპორტის დაწყებამდე 10 (ათი) დღით ადრე, სპეციალური აპლიკაციის GCAP-ის მეშვეობით.

მომხმარებლებისთვის