რეგისტრაცია სიმულაციისთვის DRY RUN

რეგისტრაცია სიმულაციისთვის

მოგახსენებთ, რომ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და “ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის თანახმად, ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (კომპანია 2020 წლის 28 მაისიდან ფლობს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზიას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის სეგმენტისათვის) დაიწყო ელექტროენერგიის საბალანსო ბაზრის სიმულაციის  (dry run)  პროცესი, რაშიც ბაზრის მონაწილეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.სიმულაციის პროცესი მოიცავს საბალანსო ბაზრის ოპერატორისა და ბაზრის მონაწილეების მიერ საბალანსო ბაზრის სატესტო რეჟიმში  სიმულაციურ ფუნქციონირებას (ცალკეული კომპონენტების დონეზე და შემდგომ სრულად), რაც წარმოადგენს ერთგვარ მოსამზადებელ პროცესს, ბაზრის სრულფასოვნად ამოქმედების პერიოდისთვის, რაც 2021 წლის  1 ივლისიდან იგეგმება. სიმულაციის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის ამ ეტაპზე საჭიროა იმ სუბიექტების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, ვინც გამოგზავნილი განაცხადის სახით დააფიქსირებს  მზაობას სიმულაციის  პროცესში მონაწილეობის მიღებისთვის.  რეგისტრაცია მოიცავს  ბაზრის პოტენციური მონაწილეების  იდენტიფიცირებას, მათ დაქვემდებარებაში არსებული  ობიექტების ტექნიკური მახასიათებლების პროგრამულად ასახვას და ბაზრის ოპერატორთან სატესტო კომუნიკაციის/ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის ორგანიზებას.იხილეთ დანართი 1-ის სახით სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ ინფორმაცია  თქვენი კომპანიის შესახებ, რომელიც სათანადოდ აისახება საბალანსო ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში (MMS). გთხოვთ შევსებული დანართი გამოგვიგზავნოთ მისამართზე  infoBM@gse.com.ge ​არაუგვიანეს 15 აგვისტომდე.შეგახსენებთ, სიმულაციის პროცესში რეგისტრაციის შემდეგ იგეგმება  საბალანსო ბაზრის ცალკეულ მომსახურებებსა და პროდუქტებზე თემატური ტრენინგების ჩატარება, რომელზეც დამატებით გაცნობებთ.  შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: infoBM@gse.com.ge

იხილეთ განაცხადის ფორმები