DRY RUN

ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების ამოქმედებამდე „ელექტროენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებით განსაზღვრული განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების გათვალისწინებით, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისა (სსე) და დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის (სენბი) მიერ ერთობლივად შემუშავდა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღით ადრე ბაზრების გაშვების ერთობლივი გეგმა.

იხილეთ ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების გაერთიანებული გეგმა

გეგმა ითვალისწინებს 2022 წლის 1 იანვრიდან საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის და დღით ადრე ბაზრის ოპერირების დაწყების მიზნით, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის, დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის, გადამცემი სისტემის ოპერატორისა და ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

გეგმასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვით მიმართეთ შესაბამისი ბაზრის ოპერატორებს:

  • საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი
    ელ-ფოსტა: infoBM@gse.com.ge;
    ტელ: +(995 32) 2 51 01 39.
  • დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი
    ელ-ფოსტა: mail@genex.ge;
    ტელ: +(995 32) 2 05 45 88.