BRP რეგისტრაცია

დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაცია

ელექტროენერგიის ბაზარზე მონაწილეობის მისაღებად საბითუმო ბაზრის სუბიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს დაბალანსებაზე პასუხიმგებელ პირად.

დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციისთვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მსურველის (შემდგომ - კანდიდატი) მიერ შევსებულ უნდა იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (შემდგომ - კომისია) 2020 წლის 10 დეკემბრის N75/15 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის სტანდარტული განაცხადის ფორმა - დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის სტანდარტული განაცხადის ფორმა - რომელიც განაცხადის ფორმით განსაზღვრულ თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“, როგორც ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის.

სტანდარტული სარეგისტრაციო განაცხადის ფორმის შესაბამისად კანდიდატის მიერ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

  • განმცხადებლის წარმომადგენლის/წარმომადგენლების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერიდან);
  • წარმომადგენლის/წარმომადგენლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ლიცენზირებადი საქმიანობის შემთხვევაში - კანდიდატის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ასლი, ხოლო თუკი კანდიდატი ელექტროენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიატი არ არის - ინფორმაცია მისი არალიცენზირებადი საქმიანობის შესახებ;
  • ინფორმაცია დაბალანსების ჯგუფების/ჯგუფების შესახებ - სტანდარტული სარეგისტრაციო განაცხადის დანართის შესაბამისად - განაცხადის დანართის ფორმა;
  • კანდიდატის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის სტანდარტული განაცხადის განხილვის ვადაა 10 სამუშაო დღე. სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადის შესაბამისობის შემომწება კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს N46 დადგენილების დანართი N1-ით დამტკიცებული საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების (შემდგომ - ბაზრის წესები) მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან - ბაზრის წესები;
  • კანდიდატის ტექნიკური და საორგანიზაციო საშუალებების შესაბამისობის დადგენა ბაზრის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
  • კანდიდატისათვის საიდენტიფიკაციო კოდის ავტომატურად მინიჭება;
  • კანდიდატისათვის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის შექმნა.

განაცხადის ბაზრის წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და კანდიდატის მიერ საკომუნიკაციო სისტემით სარგებლობის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, განაცხადის განხილვისათვის დადგენილი 10 სამუშაო დღის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღეში კანდიდატთან იდება დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის სტანდარტული ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2021 წლის 21 იანვრის N1/1 გადაწყვეტილებით - დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ სტანდარტული ხელშეკრულება.

დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე კანდიდატის მიერ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ წარდგენილ უნდა იქნეს ბაზრის წესების 34-ე მუხლით განსაზღვრული ფინანსური გარანტია.

“ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილების - კომისიის დადგენილება - მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ არის აუცილებელი ბაზრის წესების 34-ე მუხლით განსაზღვრული ფინანსური გარანტიის წარდგენა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ იქნება წარდგენილი ფინანსური გარანტია, კანდიდატი ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური გარანტიის წარდგენა არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივნისისა.

დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებისთანავე კანდიდატი რეგისტრირდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში და ენიჭება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი.