მონაცემები ელექტროენერგეტიკული სისტემიდან

საქართველოს ენერგოსისტემაში წარმოდგენილია ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურები. ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული ჯამური სიმძლავრე წარმოადგენს 4514.2 მგვტ. აქედან:

  • ჰიდროსადგურები 3337.1 მგვტ:
    • წყალსაცავიანი ჰესები 1993.1 მგვტ;
    • სეზონური ჰესები 1101.8 მგვტ;
    • მცირე ჰესები (<15 მგვტ) 242.3 მგვტ.
  • თბოელექტროსადგურები 1156.4 მგვტ:
    • ორთქლის ტურბინებით 572.0 მგვტ;
    • კომბინირებული ციკლის 461.2 მგვტ;
    • გაზოტურბინა 110.0 მგვტ;
    • ნახშირი 13.2 მგვტ.
  • განახლებადი (გარდა წყალისა) 20.7 მგვტ:
    • ქარის ელექტროსადგური 20.7 მგვტ.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა დაკავშირებულია მეზობელ ქვეყნებთან შემდეგი მაღალი ძაბვის სისტემათაშორისი ხაზებით:

სისტემათაშორისი ხაზები:

ქვეყანა კავშირი, ეგხ, დასახელებანომ. ძაბვა (კვ)
GE<--> AM„ალავერდი"220
   
GE<--> AZ„გარდაბანი"330
GE<--> AZ„მუხრანის ველი"500
   
GE<--> RU„კავკასიონი"500
GE<--> RU„სალხინო"220
GE<--> RU„ჯავა"110
GE<--> RU„ნაკადული"110
   
GE<--> TR„მესხეთი"*400
GE<--> TR„აჭარა"220

* დაკავშირებულია მუდმივი დენის ჩანართით

მომხმარებლებისთვის