მაღალი ძაბვის ქსელთან მიერთება (დეტალური სახელმძღვანელო)

ქსელზე მიერთების მსურველმა განცხადება უნდა წარუდგინოს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს (გადამცემი ქსელის მფლობელს) (ბმული - განცხადების ფორმა).

მიერთების სტანდარტული ფორმებია:

ა) გადაცემის ლიცენზიანტის მფლობელობაში არსებულ ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობა;

ბ) გადაცემის შესაბამის ლიცენზიატის გადამცემი ხაზის მიერთება.

გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია შეამოწმოს განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ფორმალური მდგომარეობა. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მან აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს განმცხადებელს. იმ შემთხვევაში თუ ხარვეზები არ გამოსწორდება გათვალისწინებულ ვადაში, გადაცემის ლიცენზიატმა უკან უნდა დააბრუნოს განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან და პირველ ეტაპზე გადახდილ მიერთების საფასურთან ერთად.

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და გადაცემის ლიცენზიატის მიერ განცხადების განხილვის ვადები განსაზღვრულია ქსელის წესების მე-10 დანართში.

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაცემის ლიცენზიატმა განმცხადებელს უნდა გაუგზავნოს ქსელზე მიერთების შეთავაზება ან მიერთებაზე დასაბუთებული უარი.

ქსელზე მიერთების ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს 2 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება ჩაითვლება ძალადაკარგულად.

ქსელზე მიერთებაზე უარი

გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია განმცხადებელს უარი უთხრას ქსელზე მიერთებაზე იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს ქვესადგურში ან გადამცემ ხაზზე არ არის თავისუფალი მიერთების სიმძლავრე, ან თუ ქსელზე მიერთება საფრთხეს შეუქმნის მთელი გადამცემი სისტემის საიმედო ფუნქციონირებას.

ქსელზე მიერთებაზე უარის თქმა უნდა ეფუძნებოდეს დისპეტჩერიზაციის და გადაცემის ლიცენზიატების მიერ განსაზღვრულ დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს.

გადაცემის ლიცენზიატს უფლება არ აქვს ქსელზე მიერთებაზე უარი უთხრას განმცხადებელს შემდეგი მიზეზებით:

ა) გადამცემ სისტემაში არასაკმარისი თავისუფალი სიმძლავრე;

ბ) ახალი მიერთების შედეგად გადამცემ ქსელში მოსალოდნელი გადატვირთვა;

გ) ქსელის განმტკიცებისთვის ახალი მიერთებით გამოწვეული ფინანსური ხარჯები.

მომხმარებლებისთვის