იმპორტის ტარიფი

ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფს ადგენს სეწმეკი. სეწმეკის მიერ დადგენილი იმპორტის არსებული ტარიფი ზღვრულია (2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილება, მიჰყევით ბმულს 1.4.4. პუნქტის მე-9 ქვეპუნქტთან) და განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

T = (Tიმპ. X E + Uსაბ. + Uმომს. + Uრეგ. + Uბანკ.) / E ,

სადაც:

T –იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ლარი/კვტსთ);

Tიმპ. -შესაბამისი იმპორტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასი (ლარი/კვტსთ) ან ელექტროენერგიის გაცვლის კოეფიციენტი;

E – ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტსთ);

Uსაბ. საბაჟო მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური (ლარი);

Uრეგ. რეგულირებისსაფასური (ლარი);

Uმომს. შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური (შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში Uმომს. = 0);

Uბანკ. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის უზრუნველსაყოფად, კვალიფიციური საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსთვის წარდგენილი საბანკო გარანტიის მომსახურების საფასური (ლარი). საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორი თვის იმპორტის სახელშეკრულებო ღირებულების ჯამს. ამასთან, საბანკო გარანტიის საზღაური პირველი საანგარიშო პერიოდისათვის არ უნდა აღემატებოდეს საგარანტიო თანხის 0,50%-ს, ხოლო ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის საგარანტიო თანხის– 0,20%-ს. იმპორტის დაწყებამდე გაწეული საბანკო გარანტიის ყველა ერთჯერადი ფაქტობრივი ხარჯი აისახება იმპორტის განხორციელების პირველ საანგარიშსწორებო პერიოდში, ხოლო საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა ხარჯი იმპორტის ტარიფში აისახება მათი ფაქტობრივად გაწევის საანგარიშო პერიოდების შესაბამისად.