იმპორტიორებისთვის

ელექტროენერგიის იმპორტი, ყოველგვარი სახელმწიფო ნებართვისა თუ ლიცენზიის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, შეუძლია ნებისმიერ პირს (იხილეთ ბმული: განაცხადის წარდგენა და ელექტროენერგიის ექსპორტის პირობები) ამასთან, იმპორტიორი ეწოდება პირს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში (მიღების პუნქტის განმარტებისთვის იხ. საქართველოს კანონი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ) მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს). ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (იხ.იმპორტის ტარიფი).