ელექტროენერგიის ექსპორტის პირობები

ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილი მოცულობების ფარგლებში და პერიოდში, ხოლო ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე.

ელექტროენერგიის ექსპორტი ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს #77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს მე-IV1 თავით განსაზღვრული დებულებებისა და „სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის და შიდა შემზღუდავი რესურსის განაწილება/გადანაწილების სპეციალური აუქციონის წესები“-ს შესაბამისად. ექსპორტიორთა და მათ მიერ საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის განსაზღვრის ძირითად ინსტრუმენტებს წარმოადგენენ საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის და სატრანზიტოდ ნებადართული გამტარუნარიანობის განსაზღვრა, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილება. უფრო დეტალურად ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ მიჰყევით ბმულს: www.GCAT.com.ge.

მომხმარებლებისთვის