სადისპეტჩერო ინსტრუქციები

მოსარგებლეებისა და გადაცემის ლიცენზიატების მიერ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წარდგენის ინსტრუქცია

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2017 წლის 12 ოქტომბრის #524 ბრძანებით დამტკიცდა „მოსარგებლეებისა და გადაცემის ლიცენზიატების მიერ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წარდგენის ინსტრუქცია“. აღნიშნული ინსტრუქციის დამტკიცების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესების“ 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

იხილეთ ბმული: ბრძანება # 524

გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრები

ინფორმაცია გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრებზე 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2017 წლის 29 სექტემბრის #493 ბრძანებით, დამტკიცდა გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრები 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქსელის წესები“-ს 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 2016 წლის 21 ივლისის #408 ბრძანებით დამტკიცებული „გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენის ინსტრუქცია“. გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენის პირველად წყაროს წარმოადგენს სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო"-დან, შპს „ენერგოტრანსი“-დან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეგიონალური ქსელებიდან, სს „თელასი“-დან და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-დან მიღებული ინფორმაცია.

იხილეთ ბმული: ბრძანება # 493

გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების ცვლილება

ცვლილება 2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისთვის გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრებში

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“-ს 2017 წლის 19 ივნისის #01/498 წერილის საფუძველზე, ცვლილება შევიდა „2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისთვის გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დამტკიცების შესახებ“ სსე-ს 2017 წლის პირველი მაისის #210 ბრძანების მე-9 დანართში.

იხილეთ ბმული: ბრძანება #329

დამატებითი/სასისტემო მომსახურების გაწევის ინსტრუქცია

აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესების“ მე-43 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორს ავალდებულებს განსაზღვროს რომელი სისტემური მომსახურება უნდა იყოს გაწეული, როდის და ვის მიერ.

იხილეთ ბმული: ბრძანება #302

გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრები

ინფორმაცია გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრებზე 2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისთვის

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2017 წლის 1 მაისის #210 ბრძანებით დამტკიცდა გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრები 2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისთვის. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქსელის წესები“-ს 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 2016 წლის 21 ივლისის #408 ბრძანებით დამტკიცებული „გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენის ინსტრუქცია“. გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენის პირველად წყაროს წარმოადგენს სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო"-დან, შპს „ენერგოტრანსი“-დან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეგიონალური ქსელებიდან, სს „თელასი“-დან და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-დან მიღებული ინფორმაცია.

იხილეთ ბმული: ბრძანება #210

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოთხოვნის პროგნოზების შედგენის ინსტრუქცია გრძელვადიანი და ოპერატიული დაგეგმვის ეტაპისათვის

აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესების“ მე-40 მუხლი, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორს ავალდებულებს, შეადგინოს ელექტროენერგიის მოთხოვნის პროგნოზები. მისი მიზანია ოპერატიული და გრძელვადიანი დაგეგმვის ეტაპისათვის, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოთხოვნის პროგნოზების შედგენის მაქსიმალურად თანმიმდევრული, ეფექტური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა.

იხილეთ ბმული: გრძელვადიანი და ოპერატიული დაგეგმვის ეტაპისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოთხოვნის პროგნოზების შედგენის ინსტრუქცია.

გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრები

ინფორმაცია გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრებზე 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2016 წლის 28 სექტემბრის #639 ბრძანებით დამტკიცდა გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრები 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქსელის წესები“-ს 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 2016 წლის 21 ივლისის #408 ბრძანებით დამტკიცებული „გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენის ინსტრუქცია“. გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენის პირველად წყაროს წარმოადგენს სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო"-დან, შპს „ენერგოტრანსი“-დან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეგიონალური ქსელებიდან, სს „თელასი“-დან და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-დან მიღებული ინფორმაცია.

იხილეთ ბმული: ბრძანება # 639.

გათიშვების დაგეგმვის ინსტრუქცია

აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესები“-ს 41-ე და 42-ე მუხლები, რომლებიც გადამცემი სისტემის ოპერატორს ავალდებულებს დაგეგმოს გადამცემი ქსელისა და ელექტროსადგურების გათიშვები. მისი მიზანია ენერგობლოკების/აგრეგატების და ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გათიშვების დაგეგმვის მაქსიმალურად თანმიმდევრული, ეფექტური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა.

იხილეთ ბმული: ბრძანება # 616.

გადამცემი ქსელის საიმედოობის დასადგენად შესაბამისი კვლევების ჩატარების ინსტრუქცია

აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესები“-ს 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ავალდებულებს გადამცემი ქსელის საიმედოობის დასადგენად შესაბამისი კვლევების ჩატარებას. წინამდებარე ინსტრუქციის მიზანია, ავარიული სიტუაციის წარმოქმნის პრევენციის ქმედითი მექანიზმის შემუშავების პროცესში აუცილებელი თეორიული ბაზის შექმნა, შესაბამისი კვლევების ჩატარებისა და ავარიული სიტუაციის სიმულაციური მოდელირების განხორციელების გზით.

იხილეთ ბმული: ბრძანება # 560.

გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენის ინსტრუქცია

აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესები“-ს 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ავალდებულებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს დაადგინოს გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრები. აღნიშნული ზღვრების დადგენა კიდევ უფრო გაზრდის ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირებას, აამაღლებს მდგრადობას და უსაფრთხოებას.

იხილეთ ბმული: ბრძანება # 408.

გადამცემი ქსელის დაგეგმვის მიზნით მათემატიკური მოდელების გამოყენებით რეჟიმების დამუშავების მეთოდები და პროცედურები

აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესები“-ს 34-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, დაადგინოს შესაბამისი მეთოდები და პროცედურები.

იხილეთ ბმული: ბრძანება # 387

ელექტროენერგიის მრიცხველებიდან/ჩამწერი მოწყობილობებიდან აღრიცხვის მონაცემების ამოღებისა და გადაცემის წესი

აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესები“-ს 69-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია, დაადგინოს ელექტროენერგიის მრიცხველებიდან აღრიცხვის მონაცემების ამოღებისა და გადაცემის წესი.

იხილეთ ბმული: ბრძანება # 382

ქსელის დაგეგმვის სტანდარტული მონაცემების ჩამონათვალი და ფორმა

აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესები“-ს 32-ე მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტები, რომლებიც ავალდებულებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს წარუდგინონ მონაცემები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ამავე ნორმებში დადგენილი წესითა და ფორმით.

იხილეთ ბმული: ქსელის დაგეგმვის სტანდარტული მონაცემების ჩამონათვალი და ფორმა

ქსელის დაგეგმვის დეტალური (დამატებითი) მონაცემების ჩამონათვალი და ფორმა

აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს „ქსელის წესები“-ს 32-ე მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტები, რომლებიც ავალდებულებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს წარუდგინონ მონაცემები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ამავე ნორმებში დადგენილი წესითა და ფორმით.

იხილეთ ბმული: ქსელის დაგეგმვის დეტალური (დამატებითი) მონაცემების ჩამონათვალი და ფორმა