სისტემის აღდგენა ნულოვანი მდგომარეობიდან

გადამცემი ქსელის ნაწილობრივი ან სრული ჩაქრობის დროს, აღდგენისთვის აუცილებელია ისეთი სადგურების არსებობა (სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის განმახორციელებელი ელექტროსადგურები), რომელთაც შესწევთ უნარი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი მითითებების მიღებიდან არაუმეტეს 1 საათის ვადაში (გარედან ელექტროენერგიის მიღების გარეშე), განახორციელონ ელექტროსადგურის გაშვება და ავტონომიურად მომხმარებლის დატვირთვა და ქსელთან მიერთება.

დღევანდელი მდგომარეობით, სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან გაშვების განხორციელება გსო-ს შეუძლია შემდეგი ელექტროსადგურების მეშვეობით:

1. ხრამი-1 (სს „ხრამჰესი-1“);

2. ჟინვალჰესი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“);

3. ვარციხეჰესი (შპს „ვარციხე-2005“);

4. ენგურჰესი (შპს „ენგურჰესი);

5. დარიალი ჰესი (სს „დარიალი ენერჯი);

6. შუახევი ჰესი (შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“).

სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები