კონტრაქტის რეგისტრაცია

ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, აგრეთვე კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემის ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს შორის, რომელთაც „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია ხდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-9 მუხლის შესაბამისად.

პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების განაცხადის ფორმებია:

1. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების განაცხადის ფორმა;

2. მომსახურების ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების განაცხადის ფორმა;

დოკუმენტები