ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500კვ. გადამცემი ხაზი

DSCF1832.JPG

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობის გაუმჯობესებას და, ასევე, ელექტროენერგიის გადაცემისა და მასშტაბური საბითუმო ვაჭრობის ხელშეწყობას საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს შორის.

საწყის ეტაპზე, ელექტროგადამცემი ხაზი იმუშავებს 110 კვ. ძაბვაზე და მოემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განთავსებული არსებული და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელ. ენერგიის ინტეგრირებას საქართველოს ენერგოსისტემაში.

შემდგომ ეტაპზე, განსაზღვრულია ხაზის დაკავშირება რუსეთის ენერგოსისტემასთან; შესაბამისად, სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე 500/110 კვ. ქვესადგურის მოწყობა და ხაზის გადაყვანა 500 კვ. ძაბვაზე. მისი გამტარუნარიანობა იქნება 1100 მგვტ. რაც შექმნის საქართველოს, რუსეთის, სომხეთის და ირანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ენერგეტიკულ მაგისტრალს და ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობასა და ფართომასშტაბიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას საქართველოს, რუსეთს, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსა და „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ ქვეყნებს შორის.

2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა კონტრაქტი საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კონსორციუმთან ELTEL (ფინეთი) /EMC Ltd (ინდოეთი). პროექტის განხორციელებაზე საინჟინრო ზედამხედველობას ახორციელებს გერმანული კომპანია Fitchner.

ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს სტეფანწმინდაში არსებულ 110 კვ. ქვესადგურს და ქვესადგურს „ქსანი 500/220/110“. ხაზის სიგრძე 100 კმ-ია და ის გადის მცხეთის, დუშეთის და სტეფანწმინდის რაიონების ტერიტორიაზე. პროექტით განსაზღვრულია 247 ანძის მონტაჟი.

პროექტის დეტალები:

  • 253 ფუნდამენტიდან დამონტაჟებულია 245 ანძის ფუნდამენტი;
  • 253 ანძიდან აწყობილია და დამონტაჟებულია 243 ანძა, მიმდინარეობს 1 ანძის აწყობის პროცესი;
  • დაწყებულია ხაზის გაჭიმვის პროცესი, 93 კმ-ზე დასრულებულია მუშაობა, მიმდინარეობს ხაზის გაჭიმვა 0,45 კმ-ზე.

პროექტის ვადები:

  • პროექტი დაიწყო 2015 წლის 13 ივლისს
  • 125-133-ე ანძების მონაკვეთზე ხაზის ახალი შემოვლითი მარშრუტის გამო პროექტის დასრულება გადაიწევს 2019 წელს

კონტრაქტის ღირებულება:

  • 23.36 მილიონი ევრო (დღგ-ის გარეშე)

სურათები

DSCF1574.JPGDSCF1712.JPGDSCF1780.JPGDSCF1816.JPGDSCF1647.JPGDSCF1590.JPGDSCF1795.JPG

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

romeo miqautadze 241X224

რომეო მიქაუტაძე

დირექტორი
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: romeo.mikautadze@energotrans.com.ge

Jemal Akhalaia.jpg

ჯემალ ახალაია

დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: j.akhalaia@energotrans.gse.com.ge

tea toriashvili.jpg

თეა ტორიაშვილი

დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: t.toriashvili@energotrans.com.ge

nikoloz bibluri.jpg

ნიკოლოზ ბიბილური

დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: nikoloz.bibiluri@energotrans.com.ge