ახალი ამბები

2017-03-01 

უკრაინელი კოლეგების ვიზიტი სსე-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინელი კოლეგები ესტუმრნენ.

სამუშაო შეხვედრები ამერიკის ენერგეტიკული ასოციაციის (USEA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით, უკრაინისა და საქართველოს სისტემურ ოპერატორებს „უკრენერგო“-სა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს შორის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით ჩატარდა.

ქართულმა მხარემ უკრაინელ კოლეგებს ბოლო წლებში კომპანიაში განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომელიც მოიცავს მოკლევადიანი დაგეგმვის მიდგომებისა და მეთოდების შემუშავებას, მოსალოდნელი რეჟიმების ყოველდღიური დათვლისა და ერთი რომელიმე მოწყობილობის გამორთვის დროს, სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისა და ანალიზის პროგრამების ფუნქციონირების საკითხებს. ეს პროგრამები რეგიონში უნიკალურია და შესრულებულია ქართველი ინჟინრების მიერ

უკრაინული მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ელექტროსადგურების მათემატიკური მოდელების დაზუსტების მეთოდოლოგია და შედეგები. ასევე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ახალციხე“, სადაც დამონტაჟებულია რეგიონში ერთადერთი მუდმივი დენის ჩანართი, გაეცნენ აღნიშნული ჩანართის დიზაინსა და ოპერირების თავისებურებებს.

„ის ფაქტორი, რომ ჩვენი გამოცდილება საინტერესო და მნიშვნელოვანია უკრაინული მხარისთვის, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპანია ყოველწლიურად მიიწევს წინ და დღეისათვის ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ სუბიექტს წარმოადგენს“ - განაცხადა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

ukraineli kolegebis viziti sse-Si 1 small.jpgukraineli kolegebis viziti sse-Si 2 small.jpgukraineli kolegebis viziti sse-Si 3 small.jpgukraineli kolegebis viziti sse-Si 4 small.jpg

კომუნიკაცია