სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს კონკურსს ვაკანსიაზე:

1. პოზიციის დასახელება: შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი

2. მოთხოვნები კანდიდატისადმი:

- სატენდერო განცხადების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტის მომზადება და წარდგენა სატენდერო კომისიისთვის დასამტკიცებლად;

- სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმების პროექტის მომზადება და წარდგენა სატენდერო კომისიისთვის დასამტკიცებლად;

- ტენდერში მონაწილეობისთვის დაწესებული სატენდერო კომისიის აპარატში სატენდერო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის რეგისტრაცია სათანადო წესით;

- პრეტენდენტების მიერ ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადებების რეგისტრაცია სათანადო წესით; - სატენდერო კომისიის აპარატის წევრის ფუნქციების შესრულება;

- ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის მომზადება სამსახურებრივი კომპეტენციის შესაბამისად;

- ტენდერში, ფასთა გამოკითხვაში და გამარტივებული შესყიდვების კომერციული წინადადებების წარდგენის ინსტრუქციების შედგენა;

- შესყიდვების გეგმებისა და შესყიდვების ანგარიშების წარმოება;

- ფასთა გამოკითხვისა და გამარტივებული შესყიდვების მოსაწვევების შედგენის უზრუნველყოფა;

- ხელშეკრულებაში სათანადო წესით გათვალისწინებული პირობების შეტანა.

3. კვალიფიკაცია, გამოცდილება:

- განათლება - უმღლესი

- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

- შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

- ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა.

- მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა (შესყიდვებთან დაკავშირებით).

4. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

5. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2017 წლის 29 აგვისტომდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით. შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ.ბარათაშვილის ქ. #2.