სტუდენტებისთვის

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აქტივების ზრდის პარალელურად, მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. კომპანიის ბაზაზე არსებული სასწავლო ცენტრი საშუალებას გაძლევთ, გაიაროთ 20 კვირიანი სასწავლო კურსი და გაიუმჯობესოთ ცოდნა ენერგეტიკის მიმართულებით. გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგმა დაინტერესებულმა პირებმა:

  • საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების, ელექტროინჟინერიის ფაკულტეტების, ენერგეტიკის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტებმა
  • საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების, ელექტროინჟინერიის ფაკულტეტების, ენერგეტიკის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთავრებულებმა

სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სსე-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში. სასწავლო ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს,მისამართზე http://training.gse.com.ge/