2018-07-13 

ს.ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს აუქციონს

მის ბალანსზე რიცხული 3 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების 50%-ანი ფასდაკლებით გაყიდვის მიზნით.

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს;

ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:

თვითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება ცალ-ცალკე ლოტად;

მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;

ქონების ადგილმდებაროება: ატოსატრანსპორტო საშუალებები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

საწყისი სააუქციონო ფასი:

თვითოეული ატოსატრანსპორტო საშუალებისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში (იხ. დანართი);

აუქციონში მონაწილეობის „ბე“: თვითოეული ატოსატრანსპორტო საშუალებისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში (იხ. დანართი);

აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა: თვითოეული ატოსატრანსპორტო საშუალებისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში (იხ. დანართი);

აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი: მონაწილის ბილეთი შეძენილ უნდა იქნეს თვითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე, ბილეთის ფასი - 50 (ორმოცდაათი) ლარი;

თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე, განსაკარგი ქონების დასახელებას და საწყის საფასურს;

ბ) „ბეს“ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის #GE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია;

გ) მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, სასამართლოს დადგენილება დაფუძნების შესახებ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).

ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:

აუქციონი ჩატარდება 2018 წლის 18 ივლისს 15.00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12 ივლისიდან 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბეს“ თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი „ბეს“ თანხა უბრუნდებათ უკან.

მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2018 წლის 12 ივლისიდან 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში – აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება – გადახდილი „ბეს“ თანხა უკან არ უბრუნდება.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის მაქსიმალური გასაყიდი ფასის (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.

აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანებით დამტკიცებული „ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის, წესის“ შესაბამისად.

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ, ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინტერნეტ გვერდზე:www.gse.com.ge

ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი

ტელეფონი: ქალაქის–2–510–281 მობილურის 577 240–233

მარკა, მოდელისახელმწიფო ნომერისაინვენტარო №გამოშვების წელიადგილმდებარეობასაწყისი სააუქციონო ფასი (ლარი)ბიჯი-ს ოდენობაბე-ს ოდენობა
123456789
1გაზ 52OAG-178003997+1976ქ. გორი125050150
2ვაზ 21213VYV-8680036932000ქ.თბილისი, ნაკადულის 2110050150
3გაზ 6601IV856VI (ABX-036)003712+1992ქ.თბილისი, ნაკადულის 2125050150

კომუნიკაცია