2017-10-10
ყაზახურ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და უმსხვილეს ყაზახურ კომპანია „Quazar“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე.
„Quazar“-ი ენერგო აკუმულატორების და ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმოებით არის დაკავებული.



