ახალი ამბები

2017-12-18 

წლის შემაჯამებელი შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონულ ქსელში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველი გუნდი შიდა ქართლის რეგიონულ ქსელს ესტუმრა, სადაც წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

2017 წლის განმავლობაში, შიდა ქართლის რეგიონში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. ქვესადგურ „ქსანი-500“-ში მოეწყო ახალი, 110 კვ-იანი უჯრედი, დამონტაჟდა გამთიშველები, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები, სარელეო დაცვისა და SCADA-ს წრედები. გორისა და ხაშურის ქვესადგურებში ავტოტრანსფორმატორებსა და ტრანსფორმატორებზე გაგრილების კარადებში მოეწყო შებერვის ძრავების და ზეთის ტუმბოების დაცვის სქემები. ქვესადგურში „გორი-220“ ძალოვანი ტრანსფორმატორების ნეიტრალში დამონტაჟდა აქტიური წინაღობები, ტრანსფორმატორების სარემონტო სამსახურის პერსონალის მიერ კაპიტალურად შეკეთდა ქვესადგურ „ხაშური-220“-ში მდებარე ტრანსფორმატორი.

ვიზიტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონული ქსელის ოფისში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პრეზენტაციები გააკეთეს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და შიდა ქართლის რეგიონული ქსელის მენეჯერმა თემურ მშვიდობაძემ.

Shida-kartli-1.jpgShida-kartli-2.jpgShida-kartli-3.jpgShida-kartli-4.jpgShida-kartli-5.jpgShida-kartli-6.jpg

კომუნიკაცია