ახალი ამბები

2017-12-08 

სსე-ს სასწავლო ცენტრში სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა

დღეს, 8 დეკემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერებმა და მორიგე ოპერატიულმა პერსონალმა, ასევე „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგურის“, „ენგურჰესის“, „ხრამჰესი-1“-ის, „ხრამჰესი-2“-ის, „შუახევიჰესის“და „ენერგოტრანსის“ თანამშრომლებმა.

სწავლების პროცესში, სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, მოახდინეს იმიტირებული სასისტემო ავარიის აღმოფხვრა.

აღნიშნული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება და ემსახურება ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

sse-s saswavlo centrSi sasistemo avariuli varjiSi Catarda1-small.jpgsse-s saswavlo centrSi sasistemo avariuli varjiSi Catarda 2-small.jpgsse-s saswavlo centrSi sasistemo avariuli varjiSi Catarda3-small.jpgsse-s saswavlo centrSi sasistemo avariuli varjiSi Catarda4-small.jpg

კომუნიკაცია