ახალი ამბები

2017-09-19 

სსე-ს დისპეტჩერების ტრენინგები პორტუგალიაში

12-დან 14 სექტემბრის ჩათვლით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერები სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში, ქალაქ საკავემში,ENTSO-E-ს (ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი) წევრი კომპანია REN-ის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები სადისპეტჩეროს და ქსელის ოპერირების სტრუქტურის, ურთიერთდამაკავშირებელი გადამცემი სისტემის ოპერატორების ერთობლივი მუშაობის, დისპეტჩერის სასწავლო სიმულატორის ფუნქციური მოთხოვნების და სხვა საკითხების შესახებ.

აღნიშნული ტრენინგი დაეხმარება სსე-ს დისპეტჩერებს ახალი და განახლებადი ელექტროსადგურების (ქარი,მზე), ახალი ენერგოობიექტების ოპერირების უფრო ეფექტიანად წარმართვასა და კადრების მომზადება-გადამზადებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ენერგეტიკულ განვითარებას.

sse-s-dispetCerebis-treningebi-portugaliaSi-1-small.jpgsse-s-dispetCerebis-treningebi-portugaliaSi-2-small.jpgsse-s-dispetCerebis-treningebi-portugaliaSi-3-small.jpg

კომუნიკაცია