ახალი ამბები

2017-11-01 

სსე-ს დელეგაციის ვიზიტი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში

25-27 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, აშშ-ს ორგანიზაციების USAID-ის და USEA-ას ეგიდით გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ორი დღის განმავლობაში, ენერგოკომპანიების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის (UCSI) ფარგლებში, ჩატარდა სემინარი და სამუშაო შეხვედრა. სსე-ს წარმომადგენლობა გაეცნო ოპერაციული ქსელის დაცვის პრინციპებსა და მეთოდოლოგიას, საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტს და კიბერუსაფრთხოების შეფასების ხელსაწყოების მუშაობის პრინციპებს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან გაკეთდა პრეზენტაცია კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით.

27 ოქტომბერს, სსე-ს დელეგაციამ, შავის ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო BSTP-ის (შავი ზღვის რეგიონალური ელექტროგადაცემის დაგეგმვის პროექტი) სამუშაო ჯგუფის მორიგ სესიაში. BSTP-ის სამუშაო შეხვედრის მთავარი თემები იყო შავი ზღვის რეგიონში საბალანსო სერვისებისა და ენერგიის ტრანსასაზღვრო მიწოდების პოტენციალის პირველადი ანალიზი და პროექტის გეგმების შეჯერება 2018 წლისთვის.

პირველადი ანალიზი ეყრდნობოდა ყველა მონაწილე ენერგოსისტემის რეგულირების სიმძლავრეების შეფასებას, თითოეულ ქვეყანაში საბალანსო ენერგიის განსხვავებული ფასების ფიქსირებას და ამ სხვაობებზე დაყრდნობით, თანამშრომლობა-ინტეგრაციის შესაძლებლობების პირველად იდენტიფიცირებას.

სამომავლო გეგმების დასახვის პროცესში გადაწყდა შავი ზღვის რეგიონში საბალანსო სერვისებისა და ენერგიის ტრანსასაზღვრო მიწოდების პოტენციალის კვლევის გაგრძელება და გაღრმავება, მათ შორის თითოეული ენერგოსისტემის პარამეტრებზე უფრო ზუსტი და რეალისტური მონაცემების გამოყენების გზით.

sse-s delegaciis viziti avstriis dedaqalaq venaSi-1-small.jpgsse-s delegaciis viziti avstriis dedaqalaq venaSi-2-small.jpg

კომუნიკაცია