ახალი ამბები

2017-03-15 

სსე-მ „ენგურჰესი“-ს ნულიდან გაშვების ტესტირება განახორციელა

ქსელის წესების მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 მარტს, ქვეყნის ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანეს, საკვანძო ჰიდროელექტროსადგურ “ენგურჰესში” ჩატარებული იქნა ნულიდან გაშვების რიგითი ტესტირება (გასულ წელს ტესტირება 2016 წლის 31 მარტს განხორციელდა). ტესტირება დაიწყო ღამის 02 საათსა და 10 წუთზე. ელექტროსადგურმა შეძლო სისტემიდან დამოუკიდებლად, ნულიდან გაშვება და გენერატორი N5-დან საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე ძაბვის 44 წუთში მიღება. დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად, ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე ელექტროსადგური დაიტვირთა 66 მვტ-მდე, ღამის 03 საათსა და 31 წუთზე გაკეთებული იქნა სინქრონიზაცია სისტემასთან. სიხშირის და ძაბვის პარამეტრები შეესაბამებოდა ქსელის წესების მოთხოვნებს.

ენერგოსისტემის მთლიანი ან ნაწილობრივი ჩაქრობის შემთხვევაში, „ენგურჰესი“ წარმოადგენს სისტემის ნულიდან აღდგენის ფუნქციის მქონე სადგურს. აღნიშნული ტესტირება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

Engurhesi Enabling Restoration of Shutdown Power System

კომუნიკაცია