ახალი ამბები

2017-06-28 

სსე-ში სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა.

18 კურსდამთავრებული სსე-ს სხვადასხვა რეგიონულ ქსელში, დეპარტამენტსა და ქვესადგურში დასაქმდება. დაჯილდოების ცერემონიაზე, სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ გადასცა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, პროგრამა გაიარა 204-მა სტუდენტმა, საიდანაც სსე-ში დასაქმდა 154 კურსდამთავრებული.

სსე-ს სასწავლო ცენტრი სტუდენტთა ახალ ნაკადს 2017 წლის სექტემბერში მიიღებს.

saswavlo-centris-kursdamtavrebulta-dajildoeba-2017-1-small.jpgsaswavlo-centris-kursdamtavrebulta-dajildoeba-2017-2-small.jpgsaswavlo-centris-kursdamtavrebulta-dajildoeba-2017-3-small.jpgsaswavlo-centris-kursdamtavrebulta-dajildoeba-2017-4-small.jpgsaswavlo-centris-kursdamtavrebulta-dajildoeba-2017-5-small.jpgsaswavlo-centris-kursdamtavrebulta-dajildoeba-2017-6-small.jpg

კომუნიკაცია