2017-06-06
სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულების ვიზიტი ახალციხის ქვესადგურში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის 2016-2017 სასწავლო წლის სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულებმა ახალციხის 500/400/220 კვ.იანი ქვესადგური და მუდმივი დენის ჩანართი მოინახულეს.
სსე-ში სტაჟირების პროგრამა 2005 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად სტაჟირებას დაახლოებით 20 სტუდენტი გადის, წარჩინებული სტუდენტები კი კომპანიაში საქმდებიან.
2016-2017 წლის სტაჟირების პროგრამა წარმატებით დაასრულა 18-მა სტუდენტმა, რომლებმაც უკვე მიიღეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში დასაქმების შეთავაზება და სულ მალე შემოუერთდებიან სსე-ის თანამშრომელთა რიგებს.


