ახალი ამბები

2017-06-19 

საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს

2017 წლის 5-დან 21 ივნისამდე საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს. მისიის მიზანს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ მონიტორინგი წარმოადგენს.

მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ადგილობრივმა წარმომადგენელებმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სულხან ზუმბურიძესთან და კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან. ასევე მოინახულეს 220კვ ახალციხე-ბათუმის ეგხ-ის მშენებლობის პროცესი და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ მშენებარე შუახევიჰესი, რომელიც აღნიშნული ხაზის მეშვეობით ენერგოსისტემას მიუერთდება. შეხვედრების ფარგლებში ბანკის წარმომადგენლობამ განიხილა ახალი ფინანსირების დეტალები.

ბანკი მისიას 21 ივნისს დაასრულებს. მისიის შედეგები და ბანკის რეკომენდაციები შესაბამის ოქმში 1 თვის ვადაში აისახება.

The-World-Bank-mission-visiting-Georgia-1.jpgThe-World-Bank-mission-visiting-Georgia-2.jpgThe-World-Bank-mission-visiting-Georgia-3.jpg

კომუნიკაცია