ახალი ამბები

2017-04-22 

გამწვანების აქცია

დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა 200 ძირი წიწვოვანი ნერგი დარგეს.

გარემოზე ზრუნვა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის" სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მსგავსი ტიპის აქციებს პერიოდულად ახორციელებს და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში.

კომპანიის თანამშრომლებმა ასევე მოინახულეს წინა წლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული ხეები. სსე მსგავს აქციებს მომავალშიც განაგრძობს.

gamtsvanebis acia 1 small.jpggamtsvanebisd aqcia 2 small.jpggamtsvanebisd aqcia 3 small.jpggamtsvanebisd aqcia 4 small.jpg

კომუნიკაცია