ახალი ამბები

2017-03-13 

ელექტროგადამცემ ხაზზე „აჯამეთი“ გაორჯაჭვიანების სამუშაოები გრძელდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის, 500 კვ-იანი ე.გ.ხ-ის ,,იმერეთი“ პარალელურად არსებული, 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქციის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 2016 წელს წარმატებით დასრულდა 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ,,სათაფლია-1-2“-ის რეკონსტრუქციის პროექტი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზის „აჯამეთი-1,2“-ის “ გაორჯაჭვიანებისა და „დერჩი“-ს ახალი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი იქნება 500 კვ-იან ქსელზე გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში 70- % სარეზერვო სიმძლავრის გატარება. რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მათი დასრულება აპრილის ბოლოსკენ იგეგმება.

ajameti egx-small.jpg

კომუნიკაცია