ახალი ამბები

2017-08-07 

WAM-ის პროგრამის დანერგვის ფარგლებში, სსე-ში თანამშრომლებისთვის პრეზენტაციები გაიმართება

5 - 22 აგვისტოს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისსა და რეგიონულ ქსელებში, სსე-ს თანამშრომლებისთვის ტარდება სამუშაოსა და აქტივების მართვის პროგრამის (WAM - Work & Assets Management) დანერგვასთან დაკავშირებული გაცნობითი ხასიათის შეხვედრები.

WAM-ის პროგრამის დანერგვას გერმანული კომპანია IPS, ხოლო ხარისხის მართვის უზრუნველყოფას კონსულტანტი კომპანია PWC ახორციელებს.

WAM-ის პროგრამა ინერგება ძირითადი და დამხმარე ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სწორი, სწრაფი, ოპერატიული, ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების პროცესების მართვის განსახორციელებლად. მისი დანერგვის შემდეგ, შეიქმნება აქტივების ერთიანი მონაცემთა ბაზა. პროგრამა ხელს შეუწყობს ძირითადი აქტივების მონიტორინგს, მართვას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს და გაამარტივებს სამუშაო პროცესს. პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი, რომელიც ძირითადი პროგრამის დანერგვას გულისხმობდა, უკვე დასრულებულია. შემდგომ ეტაპებზე განხორციელდება სამუშაოებისა და საველე სერვისის მენეჯმენტი და დამატებითი ფუნქციების დანერგვის სამუშაოები.

პროექტის განხორციელება 2016 წლის 11 იანვარს დაიწყო, მისი დასრულება კი 2018 წელს იგეგმება.

WAM-small (1).jpgWAM-small (2).jpgWAM-small (3).jpg

კომუნიკაცია