ახალი ამბები

2017-05-24 

ღია კარის დღე ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

დღეს, 24 მაისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრნენ ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ზიბზიბაძემ სტუდენტებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. დამსწრეებმა მოინახულეს ცენტრალური სადისპეტჩერო და მიიღეს სრული ინფორმაცია სასწავლო ცენტრში სტაჟირების პროცესისა და მიღების პირობების შესახებ.

Gia karis dRe 1 small .jpgGia karis dRe 2  smal .jpgGia karis dRe 3  smal .jpgGia karis dRe 4  smal .jpg

კომუნიკაცია