ახალი ამბები

2019-01-01 

ახალი, 2019 წელი საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩეროში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს ესტუმრა, ენერგოსისტემაში არსებულ ვითარებას გაეცნო და სსე-ს რეაბილიტაციის მმართველთან, დავით თვალაბეიშვილთან ერთად, დისპეტჩერებს და სსე-ს თანამშრომლებს ახალი, 2019 წლის დადგომა მიულოცა.

„ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობა მიმდინარეობს, მორიგე დისპეტჩერები პასუხისმგებელნი არიან ქვესადგურებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებაზე ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში, ჩვენი ქვეყნის უწყვეტი ენერგომომარაგება სწორედ მათზეა დამოკიდებული, ვულოცავ მათ ახალი წლის დადგომას, ბედნიერება და სიკეთე მათ ოჯახებს!“ - განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა დავით თვალაბეიშვილმა.

2019-tseli-sadispetcheroshi-1-resize.jpg2019-tseli-sadispetcheroshi-2-resize.jpg2019-tseli-sadispetcheroshi-3-resize.jpg