ახალი ამბები

2017-04-13 

125 მლნ. ევრო საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გასაძლიერებლად

13 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა,“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლის მიზანსაც საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება წარმოადგენს. ამ მიზნისთვის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) 125 მილიონი ევროს ოდენობის კონცესიური კრედიტი გამოყო.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თურქეთის მიმართულებით, გურიის რეგიონში გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე ეგრეთწოდებული "ჩრდილოეთის რგოლის" პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც ემსახურება საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჰიდროელექტროსადგურების ენერგოქსელში ინტეგრაციას.

სსე-ის გენერალური დირექტორის, სულხან ზუმბურიძის, განცხადებით, გაზრდილი მოხმარების ფონზე, აუცილებლობას წარმოადგენს ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელთან მისაერთებლად. ეს პროგრამა სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება, რითიც გაიზრდება ელექტროგადამცემი ქსელის სიმძლავრე და ამაღლდება ქსელის საიმედოობა.

125 mln evro saqarTvelos eleqtrogadamcemi qselis gasaZliereblad 1-small.jpg125 mln evro saqarTvelos eleqtrogadamcemi qselis gasaZliereblad 2-small.jpg125 mln evro saqarTvelos eleqtrogadamcemi qselis gasaZliereblad 3-small.jpg125 mln evro saqarTvelos eleqtrogadamcemi qselis gasaZliereblad 4-small.jpg

კომუნიკაცია