ახალი ამბები

2017-12-15 

წლის შემაჯამებელი შეხვედრა თბილისის რეგიონულ ქსელში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველმა გუნდმა, სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, "რეგიონული ქსელების მონახულების პროექტი" დაიწყო. პირველი შეხვედრა ქალაქ თბილისის რეგიონულ ქსელში შედგა.

ვიზიტის ფარგლებში, სსე-ს მენეჯმენტი ქვესადგურებს „ნავთლუღი-220“ და „დიდუბე-220“ ესტუმრა და წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. მმართველმა გუნდმა ასევე მოინახულა ქვესადგური „შინდისი-35“ და ტერიტორია სოფელ ტაბახმელაში, სადაც 2018 წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 220 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობაა დაგეგმილი.

ქვესადგურების დათვალიერების შემდეგ, თბილისის რეგიონული ქსელის ოფისში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, პრეზენტაციები გააკეთეს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და თბილისის რეგიონული ქსელის მენეჯერმა დავით ლაგრაძემ, რომლებმაც 2017 წლის განმავლობაში, კომპანიასა და რეგიონულ ქსელში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. „ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს პროცესი ჩვენი შიდა ქსელის განვითარებას, ახალი გენერაციის წყაროებთან მიერთებას და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას გულისხმობს. მადლობას გიხდით თავდაუზოგავი შრომისთვის, რის შედეგადაც, ჩვენი კომპანია ყოველწლიურად მიიწევს წინ“- განაცხადა სულხან ზუმბურიძემ. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დიალოგი თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის.

კომპანიის მენეჯმენტის შეხვედრები თანამშრომლებთან ყველა რეგიონულ ქსელშია დაგეგმილი.

_MG_7937JPG.jpg_MG_7894.jpg25394773_802238833296328_7913724751486518435_o.jpg_MG_7771JPG.jpg

კომუნიკაცია