ახალი ამბები

2017-12-22 

წლის შემაჯამებელი შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონულ ქსელში

„რეგიონული ქსელების მონახულების პროექტის“ ფარგლებში, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველი გუნდი, სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის მმართველმა გუნდმა ქვესადგურები “გარდაბანი“ და „ჯანდარა-110“ მოინახულა და 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

რეგიონული ქსელის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, პრეზენტაცია გააკეთა ქვემო ქართლის რეგიონული ქსელის მენეჯერმა – ბატონმა გელა კეზუამ. მისი თქმით, წლიური სამუშაოები დაგეგმილი და დროში გაწერილი სამუშაო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობდა. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგიონული ქსელის დაქვემდებარებაში არსებული გადამცემი ქსელის იმედიანობა და შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიაზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება. შეხვედრის დასასრულს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ იმ მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც კომპანიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. გარდა ამისა, შედგა დიალოგი თანამშრომლებსა და მმართველ გუნდს შორის. შემდეგი შეხვედრა აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონულ ქსელში ჩატარდება.

25588185_805725146281030_8276665448317284817_o.jpg25586788_805725406281004_5704883890669725881_o.jpg25542561_805725659614312_3827903597314402558_o.jpg25734323_805725149614363_3129082690485284511_o.jpg25626836_805725579614320_8804285439964140883_o.jpg25626012_805725142947697_6458742146817389360_o.jpg

კომუნიკაცია