ახალი ამბები

2017-12-28 

წლის შემაჯამებელი შეხვედრა კახეთის რეგიონულ ქსელში

ყოველწლიური „რეგიონული ქსელების მონახულების პროექტის“ ფარგლებში, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველი გუნდის ბოლო შეხვედრა კახეთის რეგიონულ ქსელში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან ერთად, საგარეჯოს, გურჯაანისა და ნაფარეულის ქვესადგურები მოინახულა.

რეგიონული ქსელის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, პრეზენტაცია გააკეთა კახეთის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა – ბატონმა თემურ მეტრეველმა, რომელმაც 2017 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელებული სამუშაოები მიმოიხილა. შეხვედრის დასასრულს, სულხან ზუმბურიძემ თავის პრეზენტაციაში იმ მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც კომპანიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. გარდა ამისა, შედგა დიალოგი თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის.

26059992_808656135987931_6722572570169709710_o.jpg26024236_808656229321255_1360862491714188555_o.jpg26170436_808656309321247_3028971230571527962_o.jpg26114608_808656129321265_3804635509384583038_o.jpg26023954_808656232654588_4469172142286563284_o.jpg

კომუნიკაცია