ახალი ამბები

2017-12-25 

წლის შემაჯამებელი შეხვედრა აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონულ ქსელში

„რეგიონული ქსელების მონახულების პროექტის“ ფარგლებში, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველი გუნდი, სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონულ ქსელს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის მმართველმა გუნდმა ქვესადგურები „ბათუმი-220“, „მენჯი-220“ და ელექტროგადამცემი ხაზი „ხუდონი“ მოინახულა და 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

რეგიონული ქსელის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, პრეზენტაცია გააკეთა აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონული ქსელის მენეჯერმა – ბატონმა ავთანდილ მოსიძემ. მისი თქმით, წლის განმავლობაში ქვესადგურებში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. გარდა ამისა, ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრა“-ს მშენებლობის უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა 35 კვ-იანი ეგხ „ხუდონი“-ს 110 კვ-ის ძაბვაზე გადაყვანის სამუშაოები, რაც ეგხ-ის მთელი ტრასის რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას გულისხმობდა.

შეხვედრის დასასრულს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ კომპანიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა. შედგა დიალოგი თანამშრომლებსა და მმართველ გუნდს შორის.

26063636_807329829453895_8745879764129396990_o.jpg26060158_807329482787263_3430258416816434123_o.jpg26024074_807329476120597_1947124737473578819_o.jpg26023933_807329822787229_4201040651541938443_o.jpg26023900_807329756120569_4811053174925923128_o.jpg25627061_807329596120585_6113894906229905850_o.jpg

კომუნიკაცია