ახალი ამბები

2017-07-11 

ტრენინგები ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებმაც სსე-ს თანამშრომლებს ISO/IEC 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვაში გაუწიეს კონსულტაცია. ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგები ISO/IEC 27001 სტანდარტში გათვითცნობიერების მიზნით, რაც სსე-ს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, ჩააბარონ გამოცდები აუდიტის სერტიფიკატის მოსაპოვებლად. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დაეხმარება სსე-ს საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვაში და უზრუნველყოფს პროექტის გავრცელების სფეროში შემავალი ყველა კრიტიკული ინფორმაციული აქტივის ადეკვატურ დაცვას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

Audit-small1.jpgaudit-small2.jpgaudit-small3.jpg

კომუნიკაცია