ახალი ამბები

2017-12-25 

სულხან ზუმბურიძის და ზურაბ პატარაძის ვიზიტი ქ/ს-ში "ბათუმი 220"

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სსე-ს კუთვილ ქვესადგურს „ბათუმი-220“-ს ეწვივნენ და 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ.

აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით ამარაგებს ქალაქ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს. 2017 წელს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით დაასრულა პროექტის „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვა ე.გ.ხ-ის მშენებლობის“ პირველი ეტაპი, რომლის საშუალებითაც შუახევის 178 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური დაუკავშირდა ბათუმის ქვესადგურს. „ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შეეძლება ქვეყნის შიგნით და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება.“ - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ. ვიზიტი „რეგიონული ქსელების მონახულების პროექტის“ ფარგლებში შედგა.

25734352_806280226225522_3195052729805525785_o.jpg25626311_806280326225512_2125634068476504676_o.jpg25626255_806280229558855_1283324368519930723_o.jpg25587843_806280096225535_7024034760339435943_o.jpg25542744_806280332892178_7053252013194307659_o.jpg25532265_806280342892177_3679348670980685194_o.jpg

კომუნიკაცია