ახალი ამბები

2017-07-14 

სულხან ზუმბურიძე ასტანის საერთაშორისო კონფერენციაზე

დღეს, 14 ივლისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარება - პრობლემები და პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ამერიკის, გერმანიის, იაპონიის, შვეიცარიის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების ენერგოკომპანიები.

თავის პრეზენტაციაში სულხან ზუმბურიძემ საქართველოს გადამცემ ქსელში მიმდინარე პროექტებზე, ინფრასტრუქტურის დროში გაწერილ პროგრამაზე, ახალ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

astanasmall1.jpgastanasmall2.jpgastanasmall3.jpgastanasmall4.jpg

კომუნიკაცია